COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 606 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 922, აჭარა - 54, იმერეთი - 125, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 32, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 72, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 371 293-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 591 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 718-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166 საიდანაც 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 658 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი.

837 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 368 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 7 230 მოქალაქე.
| Print |