COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 398 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 398 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 813, აჭარა - 93, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 49, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 59, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 36, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 382 734-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 164 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 362 491-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 503 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 714 საიდანაც 3 838 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 756 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი.

1 065 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 9 811 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 9 947 მოქალაქე.
| Print |