COVID19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 43 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1808 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 386 195 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 361 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 363 318-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 22 კოვიდინფიცირებული პირი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 979 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 19 711 , PCR ტესტით 15 268.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,17%, ბოლო 14 დღის - 4,5%, ბოლო 7 დღის - 4,86%.

სულ აცრილია 345 295, დღიურად აცრილია - 10 492.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 808 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 046 შემთხვევა,

აჭარა - 161,

იმერეთი - 123,

ქვემო ქართლი - 97,

შიდა ქართლი - 78,

გურია - 19,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 74,

კახეთი - 111,

მცხეთა-მთიანეთი - 39,

სამცხე-ჯავახეთი - 43,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

| Print |