COVID19
1286 ინფიცირებული და 13 გარდაცვლილი - 18 ივლისის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 446 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 351 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 095 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 286 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 387 481-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 701 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 365 019-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 551 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 30, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
| Print |