COVID19
3666 ინფიცირების ახალი შემთხვევა - ქართული კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 235 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 425 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 810 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 666 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 407 689-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.68%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.71%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 335 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 376 088-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 731 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 205, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 175, კახეთი - 222, მცხეთა-მთიანეთი -83, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
| Print |