COVID19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.78 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.35 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 147 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 382 393-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 820 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 487 შემთხვევა, აჭარა - 517, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 148, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 157, კახეთი - 202, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი - 62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
| Print |