COVID19
სამცხე-ჯავახეთი ინფიცირების 43 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 661 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 041 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 620 PCR ტესტით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 655 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 423 843-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1ე-ლი აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.08 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.68 %. სულ აცრილია 506 780 პირი. დღიურად აცრილია - 11 126.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 286 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 386 998-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 876 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა - 392, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
| Print |