4827 ინფიცირებული და 34 გარდაცვლილი - 3 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე. სულ აცრილია - 523 466, დღიურად აცრილია - 16 677 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.