COVID19
3344 ინფიცირებულილ და 30 გარდაცვლილი - 8 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 969 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 318 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 651 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 344 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 447 913-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 376 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 400 616-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 084 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა - 595, იმერეთი - 415, ქვემო ქართლი - 139, შიდა ქართლი - 155, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 210, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
| Print |