COVID19
სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკებში 131 პაციენტი მკურნალობს
ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის მეოთხე ტალღის პერიოდში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ვირუსი რეგიონში 103 პირს დაუდასტურდა. აქედან 7 ადიგენში, 5 ასპინძაში, 21 ახალციხეში, 4 ახალქალაქსა და 66 ბორჯომში. 

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 6 944 გახდა.

ამ ეტაპზე, კოვიდ კლინიკებში 131 პაციენტი რჩება.

თვითიზოლაციაში იმყოფება 854 პირი, ადიგენი - 104, ასპინძა - 40, ახალციხე - 157, ახალქალაქი - 219, ბორჯომი - 248, ნინოწმინდა - 86 პირი. 

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 59 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 469 გახდა. 

რეგიონში ვირუსის დიაგნოზით 64 პირია გარდაცვლილი.
| Print |