COVID19
სამცხე-ჯავახეთში, ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული ბორჯომშია
სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 ადიგენში, 7 ასპინძაში, 15 ახალციხეში, 5 ახალქალაქში, 64 ბორჯომსა და 1 ნინოწმინდაშია. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 116 პირი. 

რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 116 გახდა. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 936 პირი, აქედან ადიგენი - 121, ასპინძა - 53, ახალციხე - 169, ახალქალაქი - 191, ბორჯომი - 278, ნინოწმინდა - 124 პირი.

კოვიდ კლინიკაში იმყოფება 144 პაციენტი. 

24 საათში გამოჯანმრთელდა 78 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 741 გახდა.

ვირუსის დიაგნოზით რეგიონში 64 პირი გარდაიცვალა.

| Print |