საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. თბილისი 2 187, აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 471 685-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 50 192 საიდანაც 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 327 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 პირი.
3 409 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 40 148 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 871 ადამიანი.