COVID19
საქართველოში კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 50 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 579 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 2 355, აჭარა - 746, იმერეთი - 667, ქვემო ქართლი - 281, შიდა ქართლი - 345, გურია - 133, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 364, კახეთი - 418, მცხეთა-მთიანეთი -125, სამცხე-ჯავახეთი - 104, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 477 264-ს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე.

კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 371 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 53 854 საიდანაც 6 835 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 398 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი.

3 457 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 43 562 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 600 პირი.
| Print |