საქართველოში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 314 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 1 687, აჭარა - 772, იმერეთი - 618, ქვემო ქართლი - 202, შიდა ქართლი - 175, გურია - 129, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 247, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.
ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 481 578-ს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 421 532-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 406 პირი ემსხვერპლა.