COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 58 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 საათში ვირუსს 58 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 471 პირი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 436 977.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა - 739, იმერეთი - 626, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 257, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 116, სამცხე-ჯავახეთი - 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 704 საიდანაც 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 482 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, 3 555 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 მოქალაქე.
| Print |