COVID19
კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი 1 860, აჭარა - 677, იმერეთი - 573, ქვემო ქართლი - 277, შიდა ქართლი - 304 გურია - 120, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 297, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 113, სამცხე-ჯავახეთი - 98, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.

კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 59 პაციენტი. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 393 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 440 370.
| Print |