COVID19
98 ინფიცირებული, 103 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 157 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 11 ადიგენში, 11 ასპინძაში, 36 ახალციხეში, 2 ახალქალაქსა და 38 ბორჯომში.

24 საათში გამოჯანმრთელდა 103 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 680 გახდა.

კოვიდ კლინიკაში 157 პაციენტი მკურნალობს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 129 პირი, აქედან ადიგენი - 144, ასპინძა - 93, ახალციხე - 255, ახალქალაქი - 230, ბორჯომი - 364, ნინოწმინდა - 43 პირი.

ერთ დღეში, რეგიონში 574 მოქალაქე აიცრა. სულ ჩატარებული აცრების რაოდენობაა11 794.

რეგიონში კოვიდს 71 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
| Print |