COVID19
საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: თბილისი 1 930 შემთხვევა, აჭარა - 602, იმერეთი - 638 ქვემო ქართლი - 249, შიდა ქართლი - 272, გურია - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 298, კახეთი - 471, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსისგან 2 586 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში 46 595 ტესტი ჩატარდა.
| Print |