COVID19
რეგიონში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტშია
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8 732 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 9 ადიგენში, 4 ასპინძაში, 29 ახალციხეში, 5 ახალქალაქში, 50 ბორჯომსა და 2 ნინოწმინდაში.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 71 პირი. კვლევაში რჩება 185 ნიმუში. 

26 აგვისტოს მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში 163 პაციენტი მკურნალობს. 

ერთ დღეში, რეგიონში ორი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. 82 წლის მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა, 70 წლის ქალი კი ახალციხის მუნიციპალიტეტში. გარდაცვლილთა რაოდენობა 80 გახდა. 

24 საათში გამოჯანმრთელდა 110 პირი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 184-ია. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 190 პირი, აქედან ადიგენი - 163, ასპინძა - 95, ახალციხე - 295, ახალქალაქი - 236, ბორჯომი - 277, ნინოწმინდა - 114 პირი.

25 აგვისტოს აიცრა 810 პირი, სულ რეგიონში 15 738
აცრაა ჩატარებული.
| Print |