COVID19
საქართველოში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 915 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან თბილისი 727, აჭარა - 247, იმერეთი - 180, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31 შემთხვევა.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 545 033-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.

გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.

ამ ეტაპზე 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 660 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი.

2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი.
| Print |