COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 89 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ ორი პირი ემსხვერპლა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში 57 წლის მამაკაცი, ადიგენის მუნიციპალიტეტში კი 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

ამის გარდა, რეგიონში ახალი ინფიცირების 86 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 12 ადიგენში, 14 ასპინძაში, 33 ახალციხეში, 6 ახალქალაქში, 18 ბორჯომში და 3 ნინოწმინდაში. 

სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 9 267 გახდა. 

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 97 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8 880-ია. 

კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 158 პაციენტი. 

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 939 პირი. 

ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში აიცრა 528 პირი. რეგიონში სულ ჩატარებული აცრების რაოდენობაა 19 221.
| Print |