COVID19
ჯონსონის ვაქცინას 8 თვის შემდეგაც გამძლე იმუნური პასუხი აღმოაჩნდა - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ჯონსონის ვაქცინის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ჯონსონის ვექტორულ ვაქცინას ერთჯერადი ინექციიდან 8 თვის შემდეგ წარმოუდგენლად გამძლე იმუნური პასუხი აღმოაჩნდა (მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები, ინტერფერონი-გამა, T ლიმფოციტური რგოლი...).
კვლევაში შემოწმებული იქნა ვაქცინის მდგრადობა ყველა გავრცელებული კოვიდის ვარიანტის (ალფა, ბეტა, გამა, დელტა, კაპა, ეპსილონი) მიმართ. ჩემი აზრით, მომავალი მხოლოდ შერეული ვაქცინაციის რეჟიმების ხელშია!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 27 აგვისტოს განაცხადა.
გააზიარეთ :