COVID19
ვირუსის ე.წ. ჯაჭვური გადაცემის საფრთხე - როგორია ,,მიუ" შტამის სიმპტომები
ექიმებს კორონავირუსის ახალ შტამზე, მის სიმპტომებზე, გავრცელების აქტივობასა და ლეტალობის მაჩვენებელზე საუბარი ჯერჯერობით უჭირთ. სპეციალისტების განცხადებით, "მიუ" ამ ეტაპზე კვლევის საგანია და ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ადამიანებზე ინფექციის ე.წ. ჯაჭვური გადაცემა ახასიათებს. ეპიდემიოლოგები ასევე განმარტავენ, რომ მეზობელ თურქეთში 2 შემთხვევის დაფიქსირება საგანგაშო არ არის და პირბადის ტარებით და სხვა რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელია ამ ახალი შტამის თავიდან არიდება.

"მიუ" ჯერჯერობით კვლევაშია. სხვაგან, თუ სადმე გავრცელდება, ამ გავრცელების არეალში ჩვენც მოვყვებით. ჯერ-ჯერობით ჩვენ არ ვიცით ასაკობრივი მოქმედების მხარე, არ ვიცით მისი გამოსავლები. ერთადერთი, ფორმულაა ცნობილი, რომელიც კვლევის ფაზაშია და არის ე.წ. ჯაჭვური ტიპის გადაცემა," - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა დევი ტაბიძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებობს თეორიული შანსი, რომ კორონავირუსის "მიუ" ვარიანტი მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად გავრცელდეს, მათ შორის საქართველოშიც. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, "მიუ" შტამი შესაძლოა გახდეს ახალი მუტაცია,თუმცა ჯერჯერობით, მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, რომ მან მიიღო რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა.

,,დღესდღეობით, ქვეყანაში თითქმის 100%-ით ცირკულირებს "დელტა" შტამი, ანუ რასაც "ინდურ" შტამს ვარქმევთ. სხვა შტამი ჯერჯერობით სეკვენირების პროცესში ნანახი არ იქნა. თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია. მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის 2 წლის განმავლობაში ძალიან მრავალ მუტაციას განიცდის. ასობით მუტაცია იქნა გამოვლენილი, მაგრამ მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ რომელიც ან სხვანაირად აზიანებს, ან სხვა უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ასეთი აღმოჩენილია სულ რამდენიმე.

ეს "მიუ" მუტაცია შეიძლება გახდეს ახალი მუტაცია, მაგრამ ჯერჯერობით, მის შესახებ არ არის ბევრი ინფორმაცია, რომ მან მიიღო რომელიმე ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ დააზიანა დიდი რაოდენობით მოსახლეობა, ხასიათდება უფრო მეტი აგრესიულობით და ა.შ. რა თქმა უნდა, თეორიული შანსია რის, რომ ყველგან გაჩნდეს, შესაძლებელია ამ შტამმაც მიიღოს საზოგადოებრივი ჯანდაცვითი დატვირთვა და მნიშვნელობა. ამიტომ, მუდმივი მონიტორინგია საჭირო და ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე აქვს ლუგარის ლაბორატორიას,"
- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
| Print |