COVID19
საქართველოში 58 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 36 151 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 693 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 458 PCR ტესტით ჩატარდა.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 455 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ შეადგინა 572 948.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 427 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 531 764.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 035 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა - 249, იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.
| Print |