35 ახალი ინფიცირებული და 67 გამოჯანმრთელებული - კოვიდსტატისტიკა რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 647 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 7 ადიგენში, 2 ასპინძაში, 7 ახალციხეში, 2 ახალქალაქსა და 17 ბორჯომში.
ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 9 473.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობს128 პაციენტი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 845 პირი, აქედან ადიგენი - 83, ასპინძა - 79, ახალციხე - 161, ახალქალაქი - 305, ბორჯომი - 132, ნინოწმინდა - 85 პირი.
რეგიონში ვირუსით სულ 97 პაციენტია გარდაცვლილი.
ერთ დღეში აიცრა 653 პირი, სულ რეგიონში 23 796 აცრა ჩატარდა.