საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევაა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 533 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 1 762 პირი, გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 146 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 177, იმერეთი - 422, ქვემო ქართლი - 168, შიდა ქართლი - 150, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 244, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.
ამ ეტაპზე 6 214 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 488 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 374 პირი.
1 780 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 26 544 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.