COVID19
ბორჯომში კორონავირუსით 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 6 ადიგენში, 3 ასპინძაში, 4 ახალციხეში, 5 ახალქალაქში, 19 ბორჯომსა და 1 ნინოწმინდაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 67 წლის მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. რეგიონში ვირუსს ჯამში 99 პირი ემსხვერპლა.

ერთ დღეში სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა 31 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9 835 გახდა.
| Print |