საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევაა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 52 პაციენტი. ახალი ინფიცირებულებიდან 42 სამცხე-ჯავახეთში გამოვლინდა.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 232 პირი.
გუშინ საქართველოში 32 071 ტესტი ჩატარდა.