COVID19
საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 252, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 534 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563 530.

ამ ეტაპზე 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 253 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პაციენტი. 

1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 475 მოქალაქე.
| Print |