COVID19
"პოსტკორონა" – რა უნდა ვიცოდეთ
თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ შეგიძლიათ, შეამოწმოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ნახოთ, რა გავლენა იქონია „COVID-19“ ვირუსულმა ინფექციამ მასზე.

პოსტკორონა

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტთა 10% -ს ახასიათებს გახანგრძლივებული სიმპტომები ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო პაციენტების 1,5-2%-ში ამ სიმპტომების ხანგრძლივობა გრძელდება სამ თვემდე. აღწერილია სხვადასხვა სახის გახანგრძლივებული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, მუცლის ტკივილი, სახსრების ტკივილი და შეშუპება, ზოგიერთ შემთხვევაში ცხელება, ხველა და / ან ყელის ტკივილი. ეს სიმპტომები შეიძლება უკავშირდებოდეს მეორად ინფექციას, ანთებას, „COVID-19“ ინფექციური დაავადებით გამოწვეულ დაზიანებებს ან მანამდე უკვე არსებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას.

COVID-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი

"COVID-19" ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლის შედედების სისტემის დაზიანება და თრომბოემბოლია, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ საჭირო პარამეტრები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

| Print |