COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 016 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 708, აჭარა - 130, იმერეთი - 289, ქვემო ქართლი - 145, შიდა ქართლი - 103, გურია - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 188, კახეთი - 301, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 600 412-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 024 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 567 797.

კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 664 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 199 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი.

993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 486 პირი.
| Print |