COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან თბილისი 518, აჭარა - 120, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 92, შიდა ქართლი - 72, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 250, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 603 763-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 910 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 572 353.

კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 087 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი. 

964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 16 861 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 პირი.
| Print |