COVID19
კოვიდ19-ით სამცხე-ჯავახეთში 29 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 132 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 606 492-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.44%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 956 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 576 498.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 817 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 419 შემთხვევა, აჭარა - 73, იმერეთი - 172, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 47, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 156, კახეთი - 151, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
| Print |