რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბორჯომში დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 319 გახდა. ერთ დღეში ვირუსი 33 მოქალაქეს დაუფიქსირდა, აქედან 2 ადიგენში, 5 ასპინძაში, 5 ახალციხეში, 6 ახალქალაქში, 12 ბორჯომსა და 3 ნინოწმინდაში.
კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 107 პაციენტი.
ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 10 128.
თვითიზოლაციაში იმყოფება 717 პირი, აქედან ადიგენი - 59, ასპინძა - 47, ახალციხე - 97, ახალქალაქი - 303, ბორჯომი - 94, ნინოწმინდა - 117 პირი.
რეგიონში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაა 106.
28 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთში აიცრა 325 პირი. სულ რეგიონში ჩატარებული აცრების რაოდენობაა 32 257.