COVID19
29 გარდაცვლილი და 2266 გამოჯანმრთელებული - 30 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 047 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 685 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 362 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 743 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 613 012-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.65%.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 266 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 585 071.

კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 946 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 743 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 315, ქვემო ქართლი - 94, შიდა ქართლი - 79, გურია - 47, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 262, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
| Print |