COVID19
კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 626 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 164 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 617 753-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 292 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 589 791.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 038 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 164 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 229, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 36, გურია - 25, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 125, კახეთი - 168, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
| Print |