COVID19
მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინების 6.36 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს - Bloomberg
მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 6.36 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, - შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 30.3 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 41.4%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

მსოფლიოს ქვეყნებში ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.21 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 915 მილიონია. ევროკავშირში ვაქცინების 569 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 396 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 65.3% აიცრა, აშშ-ში 56%, ჩინეთში კი - 74.8%.
| Print |