COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 410 შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევა, აქედან თბილისი 700 შემთხვევა, აჭარა - 113, იმერეთი - 479, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 125, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 374, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 623 830-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 516 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 594 669.

კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 965 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, 623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 პირი.
| Print |