საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 97 სამცხე-ჯავახეთში. გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 623 პირი.
გუშინ საქართველოში 47 723 ტესტი ჩატარდა.