სამცხე-ჯავახეთში ერთ დღეში 63 პაციენტი გამოჯანმრთელდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 208 გახდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 ადიგენში, 3 ასპინძაში, 25 ახალციხეში, 7 ახალქალაქში, 19 ბორჯომსა და 5 ნინოწმინდაში.
რეგიონის კოვიდ კლინიკებში 153 პაციენტი მკურნალობს.
ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 63 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახდა 10 916.
თვითიზოლაციაში იმყოფება 873 პირი, აქედან ადიგენი - 159, ასპინძა - 135, ახალციხე - 175, ახალქალაქი - 247, ბორჯომი - 155, ნინოწმინდა - 2 პირი.
რეგიონში კორონავირუსს სულ 115 პირი ემსხვერპლა.
ერთ დღეში აიცრა 46 პირი. რეგიონში სულ 34 403 აცრა ჩატარდა.