COVID19
საქართველოში კორონავირუსის 5 076 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 5 076 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 657 753.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 599, აჭარა - 159, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 309, შიდა ქართლი - 387, გურია - 144, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 435, კახეთი - 720, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 609 987.

კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 440 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 180 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი.

922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 59 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 386 მოქალაქე
.
| Print |