COVID19
სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 101-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5219 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 588 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2348 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 619 285.

გუშინ საქართველოში 57 301 ტესტი ჩატარდა.

ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 675 771-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.79% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.02%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 907, ქვემო ქართლი - 375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.
| Print |