COVID19
ახალციხეში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში, კორონავირუსის 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ადიგენში - 12, ასპინძაში - 5, ახალციხეში - 30, ახალქალაქში - 23, ბორჯომში - 23, ნინოწმინდაში - 8. 

რეგიონში სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 11 648 გახდა. 

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი პირი. 83 წლის მამაკაცი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. სულ რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 116 გახდა. 

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 75 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 11 270. 

დღეის მდგომარეობით, კოვიდ კლინიკაში 156 პაციენტი მკურნალობს. 

სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში აიცრა 113 პირი, სულ რეგიონში ჩატარებული აცრების რაოდენობაა 36 418. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 1099 პირი, აქედან ადიგენი - 144, ასპინძა - 85, ახალციხე - 227, ახალქალაქი - 273, ბორჯომი - 140, ნინოწმინდა - 124 პირი. 
| Print |