COVID19
ერთ დღეში, ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალციხეში გამოვლინდა
დღეს საქართველოში გამოვლენილი 4 155 ახალი შემთხვევიდან 95 სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა. აქედან 9 ადიგენში, 8 ასპინძაში, 34 ახალციხეში, 15 ახალქალაქში, 20 ბორჯომსა და 9 ნინოწმინდაში.

რეგიონში ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 78 პაციენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 22 ოქტომბრის მდგომარეობით კლინიკაში 144 პაციენტი მკურნალობს.

რეგიონში კორონავირუსს ჯამში 116 პაციენტი ემსხვერპლა.
| Print |