COVID19
საქართველოში კორონავირუსის 4 467 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 467 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 300, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 734, მცხეთა-მთიანეთი - 123, სამცხე-ჯავახეთი - 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63.

ქვეყანაში შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 688 804-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 790 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 626 478.

კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 699 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე 5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 1 425 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი, 

993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 248 ადამიანი.
| Print |