საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 650 პირი.
გუშინ საქართველოში 22 847 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.5%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.04%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 650 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 635 611.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 788 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 704 შემთხვევა, აჭარა - 93, იმერეთი - 438, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 84, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 129, კახეთი - 253, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.