COVID19
სომხეთში კორონავირუსის 2 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 39
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 39 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6 151-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 300 143 პირი დაინფიცირდა, 263 716 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო ინფორმაციით, სომხეთში, ამ დრომდე, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 7.1%. ქვეყანაში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“, „სპუტნიკის“, „სინოფარმის“, „კორონავაკისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებით მიმდინარეობს.



| Print |