COVID19
ასპინძაში და ახალციხეში კორონავირუსით პაციენტები გარდაიცვალნენ
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. რეგიონში ვირუსით სამი პირი გარდაიცვალა, მათგან ერთი ახალციხის მაცხოვრებელია, ორი კი ასპინძის. მათი ნაწილი მკურნალობის კურსს ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადიოდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალციხეში გარდაცვლილი მამაკაცი 88 წლისაა, ასპინძაში გარდაცვლილი ქალები კი - 86 და 70 წლის.

რეგიონში კორონავირუსით სულ 121 პირია გარდაცვლილი.

| Print |