COVID19
სამი გარდაცვლილი და 89 ინფიცირებული - კოვიდ სტატისტიკა რეგიონში
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ადიგენში - 9, ასპინძაში- 5, ახალციხეში - 28, ახალქალაქში - 16, ბორჯომში - 26 და ნინოწმინდაში - 5. სულ ინფიცირებულია - 12 246 პირი.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში იმყოფება 162 პაციენტი.

ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 102 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულია 11 805 პირი.

გარდაიცვალა სამი პაციენტი, სულ რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 121- ია

თვითიზოლაციაში იმყოფება 904 პირი, აქედან ადიგენში - 162, ასპინძაში - 91, ახალციხეში - 234, ბორჯომში - 159, ახალქალაქში - 178 და ნინოწმინდაში - 80.

24 საათში აიცრა 91 პირი, სულ რეგიონში 37 111 აცრა ჩატარდა.

| Print |