კორონავირუსის გამო სომხეთში საგანმანათლებლო პროცესი შეიზღუდა
კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, სომხეთში უმაღლესი სასწავლებლები 15 ნოემბრამდე სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, სკოლებში კი საშემოდგომო არდადეგები 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ქვეყნის განათლების სამინისტრომ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდა, 7 ნოემბრამდე ყველა ტიპის საქმიანობა ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ.